დღეს სასტუმრო “პულმან თბილისში“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჩვენი გუნდი 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრას ჩაატარებს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. ვილი სანიოლმა დავით ხოჭოლავას ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა …
ნახვა »ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა მეთხუთმეტედ მოიგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კვლავ ტრიულფალურად იასპარეზა. ბორჯღალოსნებმა ახალი ფორმატით გამართული ტურნირის ფინალში პორტუგალია დაამარცხეს. გადამწყვეტი მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგა და საქართველომ 38:11 სძლია მეტოქეს. ჩვენმა გუნდმა რაგბი ევროპა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო, აღნიშნულ ტურნირზე კი საიუბილეო მე-100 გამარჯვება იზეიმა. ბორჯღალოსნებს 29 მატჩიანი წაუგებელი სერია აქთ, რაც საქართველოს ნაკრების …
ნახვა »რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქამდე 14-ჯერ აქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ „ბორჯღალსნებს“ ფინალში შეუძლიათ ტურნირზე მე-100 გამარჯვება (118 მატჩში) …
ნახვა »„ნაპოლი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში
ფაქტები * „ნაპოლი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. * ვიქტორ ოსიმჰენი პირველი ფეხბურთელია „ნაპოლიდან“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდის ორივე მატჩში გაიტანა. * ოსიმჰენს 2023 წელს 14 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. * პირველად ბოლო 17 წელიწადში იტალიას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი გუნდი ეყოლება. ბოლო ორი სეზონი იტალიის არცერთი …
ნახვა »დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, …
ნახვა »ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023“-ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. დაცვის …
ნახვა »ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკეთში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა ფინალში ჯერ – ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა …
ნახვა »საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მეთექვსმეტედ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) …
ნახვა »კობი ბრაიანტის ქვრივი 28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს
NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი ლოს-ანჯელესის ოლქისგან $28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს, 2020 წელს ავიაკატასტროფის ადგილზე კალათბურთელის ცხედრისთვის გადაღებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელების გამო. The New York Times-ის ცნობით, ამ თანხაში შედის $15-მილიონიანი კომპენსაცია, რომელიც ვანესა ბრაიანტს გასული წლის აგვისტოში, სამოქალაქო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიენიჭა. შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც „ლოს-ანჯელეს …
ნახვა »მატჩამდე 25 დღით ადრე – საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 25 დღით ადრე გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 28 მარტს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. ვილი სანიოლის გაწვრთნილები ნორვეგიას ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება. მანამდე, …
ნახვა »