მილანის „ინტერის“ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი თბილისში იმყოფება. ის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა.
ძანეტიმ „ინტერის აკადემია საქართველო“-ს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ბავშვებს, ითამაშა, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, რომლებშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ძანეტი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ არსებულ საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან, იტალიის ელჩთან და „ინტერის“ ფანკლუბის წევრებთან შეხვედრები.
მასთან ერთად ჩამოვიდნენ „ინტერის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები, კლუბის მარკეტინგისა და პიარსამსახურის ხელმძღვანელები.