პოლიტიკა

ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა კატეგორიულად მიუღებელია და მსგავს ქმედებაზე ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია. ასევე აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველასგან სამართლიანობას ითხოვს, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან.

„ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, როგორ და რის ხარჯზე აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფრომით კეზერაშვილისგან ფულს იღებენ, იქნება ეს ხელფასის ფორმით, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია