პოლიტიკა

ავტობუსში კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს. შემთხვევა პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს მოხდა. როგორც ირკვევა, 40 წლის კაცმა ცივი იარაღით 70 წლის კაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი და თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსში ხმაური არ ყოფილა და დაპირისპირების მიზეზი არ იციან. როგორც ამბობენ, ყველაფერი უცებ მოხდა, ერთ გაჩერებაზე ახალგაზრდა კაცი ამოვიდა, დაჭრა მგზავრი და გაიქცა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია