პოლიტიკა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი ქუთაისში

ვიდრე საქართველოში საფეხბურთო ზეიმი დაიწყება, ჩვენი ქვეყანაში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება. ბათუმის შემდეგ თასი გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისს ესტუმრა.

ევროპის ჩემპიონატის თასმა ქუთაისის ქუჩები კოკა-კოლას ქარავანთან ერთად მოიარა. შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე საკონცერტო სცენაზე განთავსდა. შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს საქართველოს სხვადასხვა რეგიოში ჩაიტანენ, შემდეგ კი თბილისში.

შეგახსენებთ, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ტარდება. ევროპირველობის მატჩები საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია