რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ქალაქ კლინცისთან მოხდა. არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი რაკეტით ააფეთქეს. პილოტები დაიღუპნენ.
რამდენიმე დღის წინ რუსული ვერტმფრენი ყირიმშიც ჩამოვარდა. შვეულმფრენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ალბათობა, რომ ის ვერტმფრენიც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.