პოლიტიკა

ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „გადაამოწმეთ, რომ ნებართვა გაცემული გაქვთ კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად აღიარებს?”

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მშვენიერაძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

აზიმუთმა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა 17 მაისიდან მიიღო. ავიაკომპანიამ უკვე გახსნა ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუბლია (215 დოლარი), თბილისიდან – 20 675 რუბლი (260 დოლარი). ბილეთების შეძენა შესაძლებელია 19 მაისიდან. ამასთან, ავიაკომპანიას ფრენების დაწყება 17 მაისიდან შეუძლია.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია