პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ასეთია პარტიის პოზიცია.

ცაგარეიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, როგორც 16 ივნისის, ასევე 20 ივნისის აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყოს და სრული მობილიზება მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ვფიქრობთ, ახლა, ამ ეტაპზე, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება რთულია, მასობრივი მსვლელობებისა და აქციების დრო არ იყო. ასევე მოგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების მხარდაჭერისთვის აქცია ორი წლის წინ ჩაატარა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ესწრებოდა. ჩვენთვის ამგვარი აქციების ჩატარება ახალი არ არის. ჩვენ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ – დავაფიქსირეთ მრავალმხრივად, გადავიტანეთ კონსტიტუციაში, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო ხელშესახები ყოფილიყო“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია