პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია – რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია – ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

„ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რა შეიძლება ყოფილიყო. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი, ფაქტია და ვერ გავექცევი. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედი მაქვს.

ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ! ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში, ისე ჩამოვრჩით ჩვენ ორ მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ვახტანგ გომელაური – დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია