პოლიტიკა

ბელგოროდის ოლქში რუს მოხალისეთა ჯგუფი ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებს

ბელგოროდის ოლქში „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანია შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ, ანდრეი იუსოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

მან თქვა, რომ ოპერაციას რუსეთის მოქალაქეები ახორციელებენ.

„დიახ, დღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის ოლქის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა იუსოვმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის “დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი” რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“.

ასევე ნახეთ

პარლამენტის ახალი რეგლამენტით რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია