პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე – ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” ძალიან გასაკვირია. ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს რეაქციით გარკვირვებულია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, – განაცხადა პუტინმა.

მისი განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თქმით, მას სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს და რა გზით იაროს.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია