პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელზედაც ის სპორტდარბაზი იმყოფებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს.

მისი თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც აუზზე იმყოფება, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო.

„26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ. გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ ვაჩვენო „ნაცმოძრაობის“ სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათი წარსულის და 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესოა დეტალი არის ის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ ეს ფოტოები გადაიღო, ეს ყველაფერი მათ სახეს აჩვენებს.

სპეკულაცია არის ხელოვნური და რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რომ მე ამ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არის კონსტიტუციური თანამდებობის პირები. შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს ამ ღონისძიებაზე ცურვასთან ან ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი იმ ღონისძიებაზე არ მისვლა. ისედაც ამ ღონისძიებებს არ ვესწრები. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას უსამშობლოს, რომ დაუძახებ, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, რადგან ისინი არიან ბოლშევიკები და ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-დან 2012 წლამდე. მათ შორის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და ამას აგრძელებენ ისევ დღემდე. ისინი უცხოელი აგენტები არიან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია