პოლიტიკა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადასტურებს. ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე დაეჯახა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე. მომხდარის შედეგად არ არიან დაშავებულები.

“დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე დაეჯახა 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ატლასოვას ქუჩაზე. განადგურდა ზედა სართულების ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა”, – აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია