პოლიტიკა

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს.

კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა :

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში”, – განაცხადა ჯეიმს კლერლიმ. “ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,” – დასძინა მან.

გუშინ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის მიერ. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია