კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან 17 ივნისს დანიშნულ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანი თამაშია ორივე გუნდისთვის. საქართველოს ნაკრებს ყავს კარგი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ხვალინდელ თამაშზე წარმატებას მივაღწიოთ.
ჯგუფში არც საქართველოს და არც კვიპროსის ნაკრები ფავორიტები არ არიან.
საქართველოს ახალგაზრდა ძლიერი ნაკრები ყავს. ფეხბურთელებს ინდივიდუალურად თამაში შეუძლიათ. ვეცდებით რომ ხვიჩა კვარაცხელაის სივრცე არ მივცეთ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 5 წელი ვიყავი, მაშინდელ და ახლანდელ გუნდს შორის სხვაობა დიდია. ახლა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ევროპის კარგ გუნდში თამაშობს და იმედია ეს ნაკრებინ მიაღწევს იმას, რაც წინა თაობამ ვერ გააკეთა. რა სისტემით ვითამაშებთ ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მთავარია ვიცით რა მძიმე თამაში გველოდება, – განაცხადა თემურ ქეძბაიამ.