სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს.
მათივე ცნობით, კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.
“ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა”, – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.