პოლიტიკა

ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა ფაქტს და განაცხადა, რომ ეკოციდისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.

მისივე თქმით, დატბორილ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 გარეული ცხოველი ბინადრობდა.

„დაახლოებით 150 ტონა ზეთი ტრიალებს დნესტრის გასწვრივ. ის შეიძლება ხმელთაშუა ზღვაში მოხვდეს“, – აცხადებს ერმაკი.

ბულგარეთის სანაპიროზე, თურქეთის საზღვართან ახლოს შავმა ზღვამ სამი მკვდარი ძროხა გამორიყა.

ოკუპირებულ ენერგოდართან ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ კახოვკის წყალსაცავიდან წყალი მთლიანად გაქრა, ტერიტორია კი უდაბნოდ გადაიქცა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია