უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ყველა მიმართულებით წინსვლა აქვთ.
“ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან და რამდენიმე ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღეს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა მცველს, რომლებიც ახლა იბრძვიან, საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ.
“გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!” – აღნიშნა ზელენსკიმ.