პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – მე კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს

მე კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სააკაშვილის ფიქრობს, რომუახლოეს პერიოდში, უკრაინელები ბახმუტს დაიბრუნებენ.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს. დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში, პუტინი ჩემს სტილში გავიდა ხალხში. ამხელა რუსეთში, ვერსად ვერ გარისკეს და ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში – დაღესტნის დერბენტში ჩაიყვანეს, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზება. ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე იმცირებს თავს, ეს ყველაფრის მთქმელია“, – წერს სააკაშვილი.

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია