უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება.
ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა.
“ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ომი ჯერ არ დასრულებულა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ყირიმის დაბრუნების გარეშე.
“მაშინ ეს გამარჯვება არ იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.