პოლიტიკა

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 11 ერთეულამდე გაზარდა

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, მათგან ორი რაკეტების მზიდია, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია.

“ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია