რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.
ორი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერებს, სავარაუდოდ, “ნატოს ქოლგის” ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნის იმედი აქვთ, რათა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში და თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მიიტაცონ.
პუტინის მტკიცებით, ისინი ბელარუსის მიწებზეც ოცნებობენ.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის რეჟიმის პოლიტიკა მათი საქმეა და რუსეთი არ ჩაერევა. რაც შეეხება ბელარუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია და მის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას.
„ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – აღნიშნა პუტინმა.