პოლიტიკა

სი ძინპინი – საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სი ძინპინის თქმით, საქართველო ჩინეთის  მეგობარი და კარგი პარტნიორია.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება.

„მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ. უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დღეს ჩინეთში შეხვდა.

ასევე ნახეთ

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ კოალიციის წევრებმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია