Breaking News

ოლექსი რეზნიკოვი – ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი (რუსები) ნახავენ ამას ხერსონში, ნახავენ ამას ზაპორიჟიეში, მარიუპოლში. ეს არის უკრაინული მიწები და ყირიმიც უკრაინული მიწაა, რაც არ უნდა მოხდეს“, – განუცხადა მან CNN-ს.

რეზნიკოვის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა და სხვა დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა “არასოდეს შეჩერდება”

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია