უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გათავისუფლების შესახებ.
„უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა ანა მალიარმა.
ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება