საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს.
“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.