პოლიტიკა

ვილი სანიოლი – ნორვეგიასთან სხვა ნაკრებს იხილავთ, განსხვავებულ სცენარს შემოგთავაზებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 სექტემბერს ევრო2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდი ოსლოში, ულეველ სტადიონზე ნორვეგიას დაუპირისპირდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:

 

ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, ესპანეთთან თამაში ძალიან რთული იყო. აგრესია, გუნდურობა, სულისკვეთება დავკარგეთ. როცა ასეთ თამაშს თამაშობ შემდეგზე, მატჩზე უნდა ფოკუსირდე.

მჯერა სრულიად სხვა ნაკრებს იხილავთ და სხვა სურათს შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები.

ჩვენ თუ დავიბრუნებთ გუნდურ სულისკვეთებას, ნორვეგიას სხვა სცენარს შევთავაზებთ. ფეხბურთში ყოველთვია გეძლევა გამოაწორების შანსი და იმედია ფეხბურთელები გამოავლენენ სულისკვეთებას.

ოთარ კიტეიშვილი: “ესპანეთთან თამაშის შემდეგ სრულიად გუნდში იყო განწყობა, რომ ჩვენ თავზე ვიყავით ნაწყენები, მაგრამ ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავთ და ეს იქნება ყველაზე სიანტერესო. მჯერა, ხვალ სრულიად განსხავავებულ ხასიათს გამოვავლენთ.
ესპანეთთან თამაშის შემდეგ მთელი გუნდი საკუთარ თავზე ვიყავით ნაწყენი, ნორვეგიასთან სხვა ხასიათს გამოვალენთ.

საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი თბილისის დროით 12 სექტემბერს 22:45 საათზე დაიწყება. აღნიშნულ ნაკრებებს შორის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული შეხვედხრა ბათუმში ფრედ 1:1 დასრულდა.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია