პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, – მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში წერს.

„ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მივიღებ მონაწილეობას გენერალური ასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს კონკრეტული წინადადებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერებას ეხება. ამასთან, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია