თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა მან შვილების თვალწინ ჩაიდინა და მომხდარის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არის პოლიციელი.