პოლიტიკა

თურნავას განცხადებით ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის “საგამონაკლისო სიიდან” გამოირიცხება.

თურნავას თქმით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს, შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

“მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის “გადავადებული მოქმედებით” – არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება”, – განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია