პოლიტიკა

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ალან კარისი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით.

„ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე”, – წერს „ფეისბუქზე“ ესტონეთის პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ

პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია