პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა„ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

უმრავლესობის წევრებმა მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები კარვის დადგმას არ კრძალავს, თუმცა იმ კონკრეტულ საფუძვლებს განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში იკრძალება ამის გაკეთება.

კანონპროექტი ამას გარდა ადგენს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების არეალს, უფრო ზუსტად, თითოეულ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უნდა გადაიდგას.

„აქ არაერთხელ გაიჟღერა სიტყვა კარავმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს დროებით კონსტრუქციაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს კარავი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი. მე ვაკვირდები პროცესებს, როდესაც ამ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი, რომ მცდელობა არის კარვების კონტექსტში რომ მოხდეს გადატანა და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ თითქოს ეს არის კარვების ამკრძალავი. მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების დროს კარვების დადგმას არავინ არ კრძალავს, არც ეს ცვლილებები და არც მოქმედი კანონი, რომლის ძირითადი ნაწილი ხელშეუხებელი რჩება. ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია, კარავი დადგას, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც ახლა განვსაზღვრავთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები.

ასევე ნახეთ

ჯიმ რიში – ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია