პოლიტიკა

საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ის წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.

ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, დეტალები უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია