პოლიტიკა

IDF – ისრაელმა ღაზის ბარიერთან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზის ბარიერთან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს, ამის შესახებ BBC წერს.

თუმცა, ცალკეული ბრძოლები შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.

მისი თქმით, შაარ ჰანეგევის რაიონულ საბჭოში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, ბეერიში – ერთი ტერორისტი მოკლეს, ჰოლიტსა და სუფაში – ხუთი, ალუმიმში – ოთხი.

დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ.

მანამდე, ისრაელის არმიაში აცხადებდნენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 7-8 ადგილას მიმდინარეობდა საბრძოლო მომედებები.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია