ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების შემდეგ, „ჰამასმა“ მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები.
ტერორისტულმა ჯგუფმა ისრაელი „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშაულა.
„ისრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ღაზის ჩრდილოეთით მყოფი პალესტინელი მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია.