პოლიტიკა

“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ავრცელებს ინფორმაციას, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ.

“სამივე დამნაშავე დაკავებულია!

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,”-დაწერა მინისტრმა Facebook-ზე.

დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც.

“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია