5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ;
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა;
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია;
ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ . ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა;
ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, – დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია;
საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფებოდა საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.
საქართველოს კუდოს ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:
ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230
გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240
თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230
სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260
ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270
რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260
📸 Sarkis Saponjian