დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA !! – წერს “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელი გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში.
მისთვისაც დაუჯერებელია, რომ სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე მას ახლა წერენ ნიუიორკიდან და ლოსანჯელესიდან ერთდროულად.
“6 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ
ქართველი ბავშვების სიყვარულმა
ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა
გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია.
როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ!
მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!
ჟოზეს ძალიან უყვარხართ!” – წერს გიორგი მარშანია.