Breaking News

ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს!

მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს.” – აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

Check Also

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია