პოლიტიკა

კახა კალაძე – არჩევნებზე 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ, აუცილებლად შესრულდება. ისევე, როგორც  2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები.

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.

„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

Washington Examiner – ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო

ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია