პოლიტიკა

დმიტრო კულება – ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, სავარაუდოდ, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს.

მისი თქმით ამის, მიზეზი „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ინფორმაციისთვის, 11 ოქტომბერს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს ამცნო, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება, ნაკლებად სავარაუდოა რომ შესრულდეს.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია