ცნობილია ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესოების ვინაობა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სასტუმრო გრანდ შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოევს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა, ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს.
წელს პირველად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.
საუკეთესო ბომბარდირები
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი – 17 გოლი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი – 17 გოლი), ზურაბ მუსელიანი (გაგრა – 17 გოლი).
სეზონის საუკეთესო გოლი
ცოტნე ფაცაცია (დინამო ბათუმი 3:0 თელავი)
სეზონის საუკეთესო მეკარე
გიორგი ლორია (დინამო თბილისი)
სეზონის საუკეთესო მცველი
მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი
გიორგი არაბიძე (ტორპედო ქუთაისი)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
ანდრეი დემჩენკო (დინამო ბათუმი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)
ფენტეზის გამარჯვებულები
სეზონის 3 პრიზიორი:
3 ადგილი – დავით ბაგრამოვი,
2 ადგილი – ირაკლი ბერიძე,
1 ადგილი – ბერდია ბერიძე.