მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო.
მერმა მატჩის მონაწილე გუნდებს სიგელები და „მამების თასი“ გადასცა.
ადგილობრივი მერიის ცნობით, მამების დღე თელავში უკვე მეორედ აღინიშნება.