Breaking News

ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერად ლევან დავითაშვილი, ხოლო ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი დაასახელა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები დაასახელა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ვიცეპრემიერები კი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი და წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც ვიცეპრემიერები იყვნენ.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი დაასახელა.

“წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის” – მიმართა პრემიერმა მინისტრებს.

პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, 8 თებერვალს დამტკიცდა.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია