პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ  რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. მისივე განმარტებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში

„ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა, ამიტომ მსურს, მოქალაქეებს განვუმარტო, ავუხსნა შემდეგი. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.” – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია