პოლიტიკა

კვირიკაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: ქართუდან წასვლაზე ინტერპრეტაცია არაა სინამდვილე

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთ მედიასთან განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენები ამბავი ქართუდან მის წასვლაზე სიმართლე არ არის.

“ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება”. – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა წერილობით კომენტარში.

ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ქართუში “იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ “ქართუც” კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია”.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...