პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია

გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.

„თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება. ჩვენ შიგნით მეტი უნდა გავაკეთოთ და მე საუბარი მაქვს საქართველოზე, რომ დავაჩქაროთ რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველას ერთად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანი, მეტად დემოკრატიულები და ერთად დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, რაც ასაზრდოებს ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს – ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი – პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია