Breaking News

ვოლოდიმირ ზელენსკი – აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.

„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო გამარჯვება, ვერ გატეხა უკრაინისა და უკრაინელების სიმკიცე.

„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია