პოლიტიკა

დევიდ კამერონი – დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად.

„ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკეთეს თუ არა პარტნიორებმა ყველაფერი, რაც შეეძლოთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა უპასუხა: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია“.

„ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით“, – აღნიშნა დევიდ კამერონმა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია