პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია.

„ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე – ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა რუსულ საპატრულო გემ სერგეი კოტოვს დაარტყეს. ეს იყო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია.

ასევე ნახეთ

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია